საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლელით 30 კმ -ში, თბილისის დროით 14:49 საათზე მოხდა.