მომავალი ორი წელიწადის პროგნოზირება საქართველოში შეუძლებელია. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს არ არის ტრადიციული დასავლური, ევროპული ორი წელი. საქართველოში ორი წელი ძალიან დიდია. იმდენად ჩქარა იცვლება მოვლენები არა მარტო პოლიტიკაში, ჩვენს ცხოვრებაშიც, იმდენად ჩქარა ვვითარდებით, ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ ეკონომიკა, იმდენად ვითარდება ყოფითი კულტურა, ტრადიციები, რომ ორი წელიწადის წინასწარ პროგნოზირება საქართველოში შეუძლებელია", _ განაცხადა ვანო მერაბიშვილმა