საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 29.0%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 818 258 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 989 294 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.8%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 828 964 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.0%-ი.
3 ოქტომბერს აიცრა 4 124 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.