ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მიმადინარეობს. სხდომას ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ხელმძღვანელობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი თავმჯდომარეობს.
ოსური მხარი ინფორმაციით, სხდომაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ოპერატიული ვითარება განიხილება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.