დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბელორუს პარლამენტართა დელეგაცია ჩავიდა. Aაფხაზური მხარის ინფორმაციით, ბელორუსი პარლამენტარები აფხაზური ე.წ. პარლამენტის სპიკერს ნუგზარ აშუბასა და ე.წ. დეპუტატებს შეხვდებიან.
"ამის შემდეგ შედგება შეხვედრა მინისტრთა კაბინეტში, ხოლო მოგვიანებით კი ბელორუსი სტუმრები აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვედებიან. დღესვე საღამოს ბელორუს პარლმენტართა დელეგაციას აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მიიღებს",_ იუწყება აფხაზური მხარე.
ხვალ, 19 ნოემბერს ბელორუსი პარლამენტარები აფხაზეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტს მოინახულებენ, რის შემდეგაც აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხერლმძღვანელს ბესარიონ აპლიას შეხდებიან. Aმის შემდეგ ამავე დღეს ველორუსი პარლამენტარები ახალ ათონს მოინახულებენ და 20 ნოემბერს აფხაზეთს დატოვებენ.