სამართალდამცველებმა თაღლითური გზით მცირეწლოვანი ბავშვების საბერძნეთში გაშვილებაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს.
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ინფორმაციით, ლალი ფეიქრიშვილსა და მის თანამზრახველ ნუგზარ კელეკტრიშვილს, "წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით საქართველოში საბერძნეთის მოქალაქეები ჩამოყავდათ, რომლებთანაც საქრთველოს მოქალაქეებს ფიქტიურ ქორწინებას უფორმებდნენ, შემდეგ ორგანიზებას უკეთებდნენ ახლადშექმნილი ოჯახისთვის ბავშვის შვილადაყვანას და ამ გზით ბავშვების საბერძნეთში გადაყვანას ახერხებდნენ, სადაც მათი ხელმეორე გაშვილება ხდებოდა".
დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მათ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით - თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ.