არასრულწლოვან დამნაშავეებს "დანაშაულის გამოსყიდვის" შანსი მიეცემათ.
შესაბამისი პროგრამა 15 ნოემბრიდან ამოქმედდება.
პროგრამის მიხედვით, არასრულწლოვანი დამნაშავე, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და დაზარალებულს ბოდიშს მოუხდის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
პროგრამა მხოლოდ ნაკლებადმძიმე დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილებს შეეხებათ.
"ეს არის ახალი ეტაპი, როცა არა სადამსჯელო ღონისძიებით ვიმუშავებთ არასრულწლოვანი დამნაშავეების წინააღმდეგ, არამედ მათ მენტალურად შეცვას ამ პროგრამით შევეცდებით. მისი მიზანია ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, სასამართლოებში სირბილსა და ციხეში მოხვედრას ავარიდოთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პროგრამის ავტორების აზრით, "დანაშაულის გამოსყიდვის" შანსი არასრულწლოვანების მხრიდან დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას არ გაზრდის.