პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პოლიტიკიდან "საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო წასვლას მიესალმება და აცხადებს, რომ მას ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა.
"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკიდან აქამდეც უნდა წასულიყო და ამ სფეროში საერთოდაც არ უნდა მოსულიყო, რადგან მას არ აქვს არც დიპლომატის და არც პოლიტიკოსის ელემენტარული მონაცემებიც კი", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხზე კომენტირებისას.
"ზურაბიშვილი არ არის დაბადებული არც დიპლომატობისა და არც პოლიტიკოსობისთვის", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს გზის" ლიდერი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ზურაბიშვილი დღეს, 18:00 საათზე, "თბილისი-მარიოტში" დაგეგმილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.