სამართალდამცავებმა სიღნაღის არქივის დირექტორი ვასილ ნარინდოშვილი დააკავეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, გუშინ, საღამოს დააკავეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლებიც, რომელთა ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში სამართალდამცავები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
სამსახურის უფროსი თამაზ ბურდულაძე თანამშრომლების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.
შს სამინისტროში, სიღნაღში, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების თანამშრომლების დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
არქივის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვასილ ნარინდოშვილი 2007 - 2008 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა.