გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, მოქალაქემ 520 მ3 ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი აქტი. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.