კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ევექსის ქსელმა მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ,,მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.
ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო.
"ზოგადად ვაქცინაციის პროცესის პრიორიტეტულობა ძალიან აქტუალურია დღეისთვის და ამისთვის მაგალითს უნდა იძლეოდეს სამედიცინო პერსონალი. პირველი კლინიკა გახლავთ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ჰოსპიტალი, რომელმაც შეძლო თავისი პერსონალის 87 % -იანი მოცვა ვაქცინაციით, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადავუხადო. დღევანდელ ვითარებაში ეს იქნება მაგალითი სხვა სამედიცინო დაწესებულებებისათვის. ჩვენ ყოველდღიურად მზარდი გვაქვს ვაქცინაციის ტემპი როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე მოსახლეობის კუთხით. თოთოეული ექიმი და ექთანი გახლავთ მისაბაძი მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის და ამიტომ, მსგავსი ტიპის აქტივობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის", - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.