ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მარნეულის რაიონის მაცხოვრებელი გიორგი ელბაქიძე დააკავეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერთან გამართულ თათბირზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "გენპროკურორმა" ტაიმურაზ ხუგაევმა გააკეთა.
"ელბაქიძე ამჟამად იზოლატორშია მოთავსებული და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხინვალის რაიონის პროკურატურის მიმდინარეობს ძიება", _ იუწყება რუსული მედია.
ხუგაევის თქმით ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს მეორე მოქალაქის ნიკოლოზ რაზმაძის მიმართ, რომელსაც ასევე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება ბრალად.