ბათუმში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელიც სარფის მიმართულებით მოძრაობდა, გაურკვეველ ვითარებაში ამოტრიალდა. შედეგად მანქანაში მსხდომი 8 მგზავრიდან ერთი - 6 წლის გაგა გოგრაჭაძე დაიღუპა. დანარჩენი 8 მგზავრი ბათუმის საავადმყოფოში სხვადასხვა ტრავმებითაა მოთავსებული.
დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ისინი ამ დრომდე ბათუმის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.