დღეს, 10 ნოემბერს, კანადაში, 2 ადამიანის განზრახ მკვლეობაში ბრალდებულ ვახტანგ მახნიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმის მოსმენა ტორონტოს დროით 10:00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მახნიაშვილი გასულ წელს დაკაგული 17 წლის მარიამ მახნიაშვილის მამაა. იგი 6 თვის წინ მეზობლის დაჭრის გამო შიდაპატიმრობაშიც იმყოფებოდა. ამჯერად კი, მას ცოლ-ქმრის ცივი იარაღით დაჭრა ბრალდება. ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. მახნიაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
საქმის პირველი მოსმენა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ მასზე მახნიაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიული შემოწმება ითხოვა, სხდომა დღეისთვის გადაიდო.