თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს.
თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ქალაქ ნევშეჰერში ჩაატარეს. უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც დაკავებულთა საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ქართველი ქალები სამშობლოში გადმოიყვანეს.
აღნიშნულის გარდა, იგივე ბრალდებით თურქმა სამართალდამცველებმა ეროვნებით ქართველი კიდევ ერთი ქალი დააკავა. ვინაიდან ქალბატონი თურქეთის მოქალაქეა, მისი საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელებულა.