16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1175 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1238 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.63 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6730 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6698 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3680 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3212 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 აგვისტოდან შევა ძალაში.