საბაჟო გამშვებ პუნქტში "ნინოწმინდა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 32 632.54 ლარის ღირებულების, 381 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.