"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა" და "სახალხო კრების" ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, თუ ხელისუფლების მხრიდან სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერთა მოთხოვნები იგნორირებული იქნება, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოხდება.
როგორც მან კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სახალხო წარმომადგენლობითი კრებას ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც აქვთ უნარი, პროცესები სწორად წარმართონ.
"თუ ხელისუფლება იგნორირებას გაუკეთებს 25 ნოემბერს "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" წამოჭრილ მოთხოვნებს, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები საზოგადოებრივ წინააღმდეგობას მივმართავთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი წინააღმდეგობები დიდი ხანია არ მომხდარა. საზოგადოებაში არის ის მუხტი, რაც ხელისუფლების შესაცვლელად მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი გახდება", - განაცხადა მურღულიამ.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი წინააღმდეგობები ძალისმიერი არ იქნება და ეს პროცესები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.