პარლამენტის მონიტორინგის კომისია ციხეებში მონიტორინგს უახლოეს დღეებში განაახლებს. ამის შესახებ სესიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განაცხადა.
"მონიტორინგის კომისიამ სამი დღის გამნმავლობაში სხვადასხვა ციხში 31 პატიმარი მოინახულა, ჩვენ რამდენიმეს ნახვა ვერ შევძელით, ამიტომ უკან უახლეს დღეებში დავბრუნდებით", - აღნიშნა არსენიშვილმა.
მისი თქმით, სახლხო დამცვალს ციხებში მონიტორინგის განხორციელება არ სჭირდება, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით 500-გვერიდიანი ანგარიში აქვს მომზადებული, რომლესაც 1-ელ დეკემბრამდე წარადგენს.
მისი თქმით, მოხდება სპეციალური კომიტეტის მოწვევაც, სადაც ყველა აქტუალურ საკითხი განიხლება. სხდომა სავარაუდოდ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ჩატარდება.
შეგახსნებთ, რომ დღეს სესიაზე უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და სახალხო დამცველსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკითხის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.