სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი იცვლება. ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის განხილვა იმ ადგილის მიხედვით მოხდება, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს.
ცვლილებების პრეოქტი, რომლის ავტორებიც დეპუტატები ლაშა თორდია და კახა ანჯაფარიძე არიან, პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონით, სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით განიხილება, მაგრამ თუ არსებობს დანაშაულთა ან დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, სისხლის სამართლის საქმე განიხილება ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.