დღეიდან ახალგორის მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პატა დავითაია რუსი ოკუპანტების მიერ რაიონში გადაგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან დავითაიამ აღნიშნული საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც დააყენა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა, რომ მათ ევროკავშირის დამკვირვებლების წინაშე საკითხი დააყენონ, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრებლებს გადაგილების პრობლემა არ შეექმნათ.
"ეს არის ახალი ეთნიკური წმენდის ნიშნები, რომელიც დაიწყო რუსეთის ფედერაციამ. როგორც იცით ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრ სახლში ვერ შედის, თუ მათ დამნაშვების მიერ გაცემულ დოკუმენტი არ აქვს", - აღნიშნა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შესვლა მხოლოდ ე.წ. ფორმა #9 იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან მოსახლეობამ აცნობა.
მათი თქმით, ოსმა სეპარატისტებმა რაიონის მოსახლება უკვე გააფრთხილეს, რომ მომავალი კვირის ორშაბათიდან, ვისაც ფორმა #9 არ ექნება, ახალგორში შესვლას ვეღარ შესძლებენ.
"ოკუპანტები და სეპარატისტები მოსახლეობას ფორმა #9 შევსებას აიძულებენ და აცხადებენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში მათ რაიონში აღარ შეუშვებენ. აღნიშნული დოკუმენტი წლის ბოლომდე იმოქმედებს, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ე.წ. ოსური პასპორტების გაცემა დაიწყება და ვინც არ აიღებს მას საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს", - აცხადებს მოსახლება.
მათივე ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც რაიონში ჩაწერილები არ არიან, სეპარატისტები მათ "საზღვარგარეთის მოქალაქეებად" თვლიან და ამ ეტაპზე ოკუპირებულ ახალგორში შეშვებაზე უარს აცხადებენ.