საქართველოს 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა.
ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.
ბათუმის კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ასევე ეწვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.