მიანმარის ხელისუფლებიდან ჩამოგდებულ, სახელმწიფო კანცლერ აუნ სან სუ ჩის 75-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მას შემდეგ რაც მას სამხედროებმა კორუფციის საქმეში კიდევ ოთხი ბრალდება წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, მის წინააღდეგ 10 საქმეა აღძრული.
თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, აუნ სან სუ ჩის ათივე საქმეზე 75-წლიან პატიმრობა ელოდება.
ადვოკატის თქმით, ოთხი ახალი ბრალდება უკავშირდება კორუფციას, რომელიც მანდალაიას უმაღლესმა სასამართლომ 22 ივლისს უნდა განიხილოს.
„ბრალდებები გაურკვეველია, რადგან ადვოკატებს ხელი არ მიუწვდებათ გაეცნონ პირველად ინფორმაციას და პოლიციის სხვა დოკუმენტურ მასალას“, - განაცხადა ადვოკატმა.
76 წლის აუნ სან სუ ჩი შინა პატიმრობაში იმყოფება, თებერვალში მომდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ის სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა ექვსი ბრალდების საქმეზე.
კერძოდ, სამხედრო ხუნტა მას ედავება კორუფციისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევაში.
ამბოხის წაქეზებაში, იმპორტისა და ექსპორტის, ასევე სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ კანონის დარღვევაში. გარდა ამისა, სამხედრო ხუნტა აუნ სან სუ ჩის დიდძალი ოქროსა და 600 000 დოლარის უკანონოდ მიღებაში სდებს ბრალს.
სამხედრო ხუნტამ მიანმარის ხელისუფლება 1-ელ თებერვალს ჩაიგდო ხელში.