მახაჩკალაში მილიციის მაიორმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი", დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება.
მისი თქმით, ამ დროისთვის მაიორის ქმედების ლეგიტიმურობის გადამოწმება ხდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით, 01:00 საათზე მახაჩკლაში, ირჩი კაზაკის ქუჩაზე, #7 საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
მილიციის მაიორმა სამი ადამიანი, სავარაუდოდ, ჩხუბის დროს დაჭრა.