დღეს, 8 ნოემბერს, მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი ქალბატონიდან ერთ-ერთის _ დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დარეჯან კოხტაშვილი, ბაბუცა გორდაძესთან ერთად, მალაიზიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებული.
გორდაძის სასამართლო პროცესი უკვე შედგა და მას ნარკოტრეფიკის ბრალდება უკვე წაუყენეს.
სასამართლო პროცესზე საქართველოს მოქალაქეების უფლებებს საერთაშორისო ორგანიზაციის "ემნესტი ინტერნეიშენალ" იურისტები დაიცავენ.
ვინაიდან საქართველოს მალაიზიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, მალაიზიის მთვარობასთან მოლაპარაკებებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე, უკრაინაში მალაიზიის საელჩოს საშუალებით მართავს.
ქართულმა მხარემ შუამავლობა სთხოვა, აგრეთვე, თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩარ მოთაქის.
მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტრეფიკინგისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ამ ბრალდებით, მიმდინარე წელს, მალაიზიაში 50-მდე პირი დასაჯეს.