„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა.
ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
„ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პიროვნება. ხუთივეს ედავებიან, რომ არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან“,- განაცხადა ადვოკატმა.