"თბილისი პრაიდის" კვირეულის პარალელურად საპოლიციო ღონისძიებების შესახებ შსს-მ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას", "თბილისი პრაიდის" და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია 7 პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.
ასევე გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას", "თბილისი პრაიდის" და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე.
რაც შეეხება 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია რომ დაიგეგმა ორი ურთიერთ საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია, მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით. დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, და სამართლებრივი რეაგირების მიზნით აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.