მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციას "უსაფრთხო მედიაგარემოსთვის" ჟურნალისტები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს.