ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი გმობს ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.
"მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს. ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო. საბედნიეროდ კობახიძე ფეხით არ დადის თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.