პარლამენტის შენობასთან, სადაც სოლიდარობის აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.
პარლამენტის შენობასთან, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.
ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი ადგილიდან განარიდეს.
პარლამენტის წინ აქცია "თავისუფლებისთვის" დაიწყო. მასში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველები.
აქციას შეუერთდა "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები, რომლებსაც გუშინ 5 ივლისს "ღირსების მარში" უნდა გაემართათ.