ამ დროისათვის საქართველოში COVID-19-ის "დელტა" შტამის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის.
"თუმცა იმის რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გაგრძელდეს, არსებობს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.