საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, თბილისში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობს.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.