სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. 3 პირი, მათ შორის 7 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
2 დაშავებული კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სენაკის კლინიკა "სენამედში" გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბავშვის ბაბუა, რომელიც საჭესთან იყო მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.