საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
იან კელის განცხადებით, დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება.
"დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სევდიანი დღეა საქართველოსა და მისი მხარდამჭერებისთვის", - აცხადებს იან კელი.