"ევროპის უნივერსიტეტსა" და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტს (სოფია, ბულგარეთი) შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მიმდინარე წლის 21-29 ივნისს, ლექციების სერია გამართეს.
სალექციო კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა: უროლოგიური ანატომია მედიცინის სტუდენტებისათვის, ალკოჰოლი და ძილი, გულის უკმარისობა, C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული მოდელი და სხვ.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი სახის ლექციებს სისტემატიურად ატარებენ.