ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე თბილისში მოდიან. ამის შესახებ გამოცემა პუბლიკა მაკა სულაძეზე დაყრდნობით წერს.
"დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა პრაიდის წინააღმდეგ. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა. პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება.
ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართმადიდებელი მრევლი და ხალხი. რომელთავ აქვს პრაიდთან დაკაშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ. ეს არის სულ", - ამბობს სულაძე.