თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. დაშავებული "რუსთავი 2"-ის ოპერატორი.
ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფები ჟურნალისტებს მისდევენ.
" აგრესიულები არიან ჟურნალისტების და კამერების მიმართ, ყველა არხის მიმართ, გვეუბნებიან რომ დავტოვოთ ტერიტორია, დაშავებულია რამდენიმე ჟურნალისტი დამტვრეულია კამერა, გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რამდენჯერმე გაწყვიტეს პოლიციის ჯაჭვი.. განსაკუთრებული აგრესიაა სასულიერო პირების მხრიდან," - აცხადებს ადგილზე მყოფი "კურიერის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.