მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ (გიორგი) დავითიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ელდარ დავითიანს შსს-ს თანამშრომლები სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში წუხელ გვიანობამდე კითხავდნენ.
ცნობისათვის: გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დავითიანმა წაიყვანა საქართველოს ორი მოქალაქე მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლებ დავითიანს მალაიზიაში გადატანილი ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მან გორდაძე და კოხტაშვილი არ გააფრთხილა. გავრცელებული ინფორმაციით, დავითიანი სამართალდამცავებთან "მესამე მხარეზე" აპირებდა საუბარს, თუმცა ვინა არის ეს "მესამე მხარე" ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.
მალიზიის სასამსამართლოში ბაბუცა გორდაძის საქმეზე პირველი მოსმენა უკვე გაიმართა, ხოლო დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი 8 ნოემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩოების საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.