ბათუმში ზღვაში მოზარდს ეძებენ. ძებნის სამუშაოები ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები ოპერატიულად, 112-ში ზარის შესვლისთანავე დაიწყო. მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.