თბილისში, ორთაჭალაში მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი მდინარეში 14 წლის გოგოს გადასარჩენად გადახტა. კაცმა გოგოს გადარჩენა მოახერხა, თავად კი დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ იპოვეს.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.