ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.
მსურს ამერიკელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეებს მივულოცო ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.
ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი წელია ერთმანეთთან აკავშირებთ მაღალი დონის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში - დაწყებული თავდაცვისა და უსაფრთხოებიდან, დემოკრატიულ განვითარებაში ხელშეწყობით დამთავრებული.
ჩვენ გვაერთიანებს უნივერსალური ღირებულებები, ესაა: თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება და კანონის უზენაესობა.
დარწმუნებული ვარ ორ ქვეყანას შორის ეს სამაგალითო პარტნიორობა მომავალ წლებში უფრო განმტკიცდება", - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.