რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
უბედური შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაწყო.