ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
"ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას", - ნათქვამია განცხადებაში.