საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
"დღეს იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვებგვერდზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სარეგისტრაციო საიტი არ მუშაობს.