"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
"სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან დაიწყება.
"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა "სინოფარმია", 500 000 დოზა კი, "სინოვაკი".
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.