სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნით დატვირთული 10 ავტომობილი დააკავეს.
დაკავება გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში, სოფელ "ულიანოვკის" სამონადირეო ტერიტორიაზე განახორციელეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებმა უკანონოდ რცხილისა და წიფლის ჯიშის ხეები მოჭრეს. მასალის საერთო მოცულობა 55 კბ/მ-ს შეადგენს.