ხვალ, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართება "პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის" პრეზენტაცია. ფონდის მხარდამჭერთა დარბაზი წარმომადგენლობითია და მისი წევრები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პოლიტპატიმრები, ექსპერტები, კერძოდ: სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, ზაზა ხატიაშვილი, უჩა ნანუაშვილი, რეზო ესაძე, ირაკლი ბათიაშვილი, მანანა კობახიძე, სულხან მოლაშვილი, ნათელა მაჭავარიანი, გია ყარყარაშვილი,ნიაზ ხალვაში, კახა კუკავა, ირინა ფუტკარაძე, თემურ ნანეიშვილი, ირმა ინაშვილი, ლალი აფციაური, ზურაბ დიასამიძე და სხვები.
ფონდი იქმნება საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. იგი მიზნად ისახავს პატიმრებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვასა და ქველმოქმედებას.