კრასნოდარის მხარის კუშევსკის რაიონში ერთ საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა ერთდროულად 12 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სახლში გარდაცვლილი ნაპოვნია 12 ადამიანი. მათი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს მუშაობა ამ მიზეზის დასადგენად", _ იუწყება რუსული მედია.