ყაბარდო-ბალყარეთში სამართალდამცავთა ავტომობილის აფეთქების შედეგად საგზაო-საპატრულო სამსახურის ორი თანამშრომელი დაიჭრა. შემთხვევა ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონის ამავე დასახელების დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პროკურატურასთან არსებული ყაბარდო-ბალყარეთის მიმართულებით მომუშავე კომიტეტი ავრცელებს.
"ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის სავალი ნაწილის კუთხეში იყო დამონტაჟებული და მაშინ აფეთქდა, როდესაც მასთან "უაზ-ჰანტერის" ავტომობილმა გაიარა, რომელშიც მილიციელები ისხდნენ", _ იუწყება კომიტეტი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს.