ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ბათუმის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტის ლექტორი მარინე ცეცხლაძე, ამავე ინსტიტუტის მდივანი მარინე აბულაძე, აგრეთვე მოქალაქეები - ემზარ ხალვაში და ვაჟა ბერიძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ თავდაპირველად ემზარ ხალვაშმი ყალბი დიპლომის
მსურველ მოქალაქეს ე.წ „ბეს" სახით თანხის ნაწილი გამოართვა და მის
მიასაღებად რამდენიმე დღის დაიბარა, რის შემდგომ იგი დაუკავშირდა სხვა
თანამზრახველებს - ვ. ბერიძეს, მ. აბულაძეს და მ. ცეცხლაძეს, რომლებმაც
უშუალოდ დაამზადეს ბათუმის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტის
კურსდამთავრებულის ყალბი დიპლომი.
მთლიანად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ყალბი დიპლომის დამზადებაში
800 აშშ დოლარი აიღეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის
ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.